ირანში აცხადებენ, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული შეტევიდან დღემდე ირანში 3 519 ადამიანი დაიღუპა
ირანი ომის დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ირანის სასამართლო ხელისუფლების სპიკერის, ასგარ ჯაჰანგირის განცხადებით, 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული შეტევიდან დღემდე სულ ირანში 3 519 ადამიანი დაიღუპა.
მისივე თქმით, მთავრობის სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთაგან 3 002 მამაკაცი იყო, ხოლო 517 – ქალი.
ამასთან, ჯაჰანგირს არ დაუკონკრეტებია, მსხვერპლთა რაოდენობაში შედიან თუ არა სამხედრო პირებიც.
10 ივნისს „ალჯაზირას“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ომის შედეგად ირანში, სულ მცირე, 26 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.