ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი Chamran-1 გაუშვა
ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი Chamran-1 გაუშვა

ირანმა ორბიტაზე კვლევითი თანამგზავრი Chamran-1 გაუშვა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს მიმდინარე წელს ირანის მიერ ორბიტაზე წარმატებით გაშვებული უკვე მეორე სატელიტია.

როგორც ირანული სააგენტო IRNA წერს, სატელიტი ორბიტაზე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აეროკოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტების მიერ შექმნილი რაკეტის საშუალებით გაიყვანეს.

თანამგზავრი, რომელიც რამდენიმე ირანული კომპანიისა და ინდუსტრიული ჯგუფების მიერ შეიქმნა, დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის. ირანის ხელისუფლება უარყოფს პენტაგონის ბრალდებებს, რომ მისი სატელიტური საქმიანობის ფარგლებში ხდება ბალისტიკური რაკეტების განვითარება.