ირანის სულიერი ლიდერის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაციას მისი გარემოცვა უარყოფს
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის შეუძლოდ ყოფნასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მისი გარემოცვა უარყოფს.
ადგილობრივი მედია ხამენეის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე მეჰდი ფაზაელიზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულიერი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ცოტა ხნით ადრე სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხამენეიმ უფლებამოსილება დროებით მის ვაჟს გადააბარა.