ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველი მოსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს
ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველი მოსენ ფახრიზადეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებს

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლაი ხამენეის სამხედრო მრჩეველი ჰოსეინ დეღანი ირანელი მეცნიერის მკველობაში ისრაელს ადანაშაულებს.

„მათი მოკავშირის (აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის) უკანასკნელი პოლიტიკური დღეებისას, სიონისტები (ისრაელი) ირანზე ზეწოლის გაძლიერებას და ომის წამოწყებას ცდილობენ“, –  განაცხადა მთავარსარდალმა, ჰოსეინ დეღანმა.

„როიტერი“ წერს, რომ ისრაელს და აშშ-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღეს თეირანთან ახლოს ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი მოსენ ფახრიზადე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსენ ფახრიზადე და მისი პირადი მცველი მაშინ დაშავდანენ, როცა მეცნიერის მანქანას თავს დაესხნენ. ფახრიზადე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.