ირანის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა
ირანის პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

რამდენიმედღიანი დებატების შემდეგ ირანის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის კაბინეტის ყველა წევრი დაამტკიცა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ეს ბოლო 23 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის 19-ვე წევრს მხარი დაუჭირა.

„როიტერის“ ცნობით, ახალი კაბინეტი მოიცავს რეფორმისტ ფიგურებს, როგორიცაა, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი მოჰამად რეზა ზაფარქანდი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა Იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ნაკლები, 163 ხმა მიიღო.

„ჩვენი ხსნის გზა ერთიანობა და სოლიდარობაა“, – განაცხადა პეზეშკიანმა 285 პარლამენტარის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ირანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გახდა. 61 წლის აბას არაღჩი 2015 წელს ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გუნდის წევრი იყო.