ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-მა ავიამზიდ „თეოდორ რუზველტიდან“ ათი „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა
ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე აშშ-მა ავიამზიდ „თეოდორ რუზველტიდან“ ათი „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის დასახმარებლად და აშშ-ის ჯარების დასაცავად აშშ-მა ავიამზიდ „თეოდორ რუზველტიდან“ ათი „ეფ/ეი-18“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სამხედრო თვითმფრინავები და „ი-2დი ჰოვქის“ ტიპის სადაზვერვო აპარატი ომანის ყურიდან არაიდენტიფიცირებულ ბაზაზე ჩაფრინდნენ.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის საშიშროების ფონზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება რეგიონში სამხედრო რესურსების გაზრდის შესახებ. აშშ-ის საჰაერო ძალების „ეფ-22“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები მიემართებიან იმავე ბაზაზე.