ირაკლი ზარქუა - ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო, კუბილიუს, სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა? რასა, ხმა ამოიღეთ
ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რასა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს.
„ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ და მედიამ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია და ამაზე გვაცვეს ჯვარს. გაცილებით მკაცრი კანონებია სხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში და ამაზე ხმა არ ამოუღიათ. კანონი მიიღო კანადამ და ხმა არ ამოუღიათ. თურქეთმა დაიწყო მუშაობა და რაიმე გაგიგიათ? ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? ფოტიგა გააგდეს, ევროპარლამენტში აღარ არის. რასა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა. ეს როგორ? კუბილიუსის ქვეყანა, რუსეთთან ვაჭრობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა და ჩვენ გვეუბნებოდა, სანქცია რატომ არ დაუწესეთო. აბა, მანდ რას შვრები, საკუთარი მთავრობა დაგმე და ლიეტუვის ბიზნესწრეებს მოუწოდეთ, ასე არ გააკეთონ?“ – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.