ირაკლი შოთაძე -  უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება
ირაკლი შოთაძე -  უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება

უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმტკიცება, დანაშაულის პრევენცია, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება და დამნაშავეების რესოციალიზაცია, გამოსწორება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი შოთაძის თქმით, ანგარიშში დეტალურად არის ასახული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საპროკურორო საბჭოს უნდა წარედგინოს.

„ანგარიშში ასახულია სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულებებზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება, მათთვის მატერიალურ-ტექნიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება, პროკურატურის საქმიანობის გაციფრულება, საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება საქმიანობის შესახებ და ნდობის ამაღლება, საერთაშორისო ურთიერთობები, პროკურატურის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა ძირითად მიმართულებები“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

როგორც აღინიშნა, პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის ცხრა თვის ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.