ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ქარსელაძე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტსსაც შეითავსებს, სადაც 2 აპრილს დაინიშნა.
ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრ მაია ცქიტიშვილს სხვა ახალი მოადგილეები არ ჰყავს.