საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მიიღო.

მათივე ცნობით, გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.