ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ

ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის სამართლებრივად გაწერილი მაგალითი უნდა მოგვცენ, თუ სადმე არის უკეთესად რაიმე დარეგულირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი ძველად გაკეთებული განცხადებების გამეორება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარისას განაცხადა.

„ამ მხრივ რაიმე სიახლე არ არის. თუ სამართლებრივი შემოწმება იქნება, ნახავთ, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ ყველა მიმართულებით, დემიკრატიის თვალსაზრისით თუ არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.