ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ

14:09, 26.02.2024

ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის სამართლებრივად გაწერილი მაგალითი უნდა მოგვცენ, თუ სადმე არის უკეთესად რაიმე დარეგულირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ერთგვარი ძველად გაკეთებული განცხადებების გამეორება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტარისას განაცხადა.

„ამ მხრივ რაიმე სიახლე არ არის. თუ სამართლებრივი შემოწმება იქნება, ნახავთ, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, რაც არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ საერთოდ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნები ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაროთ ყველა მიმართულებით, დემიკრატიის თვალსაზრისით თუ არჩევნების ადმინისტრირების თვალსაზრისით“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი