ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო თავისი ინტერესების სადარაჯოზე დგას, არავის ვესხმით თავს, მით უმეტეს, უკრაინას
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო თავისი ინტერესების სადარაჯოზე დგას, არავის ვესხმით თავს, მით უმეტეს, უკრაინას

საქართველო ვერ იქნება იარაღის დისტრიბუტორი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი შეიარაღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველო რუსეთთან მიმართებაში შეერთებულია იმ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის დაწესებული.

„ვნახეთ, იარაღის მიწოდების თაობაზე დასავლეთი რამდენი ფიქრისა და განსჯის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. საქართველი იმ პოლიტიკის გამტარებელი ვერ იქნება, რაც შეიძლება, გახდეს საქართველოში რუსეთის აგრესიის გამომწვევი და მეორე ფრონტის ადგილი. საქართველო ფრენების აღდგენას არ ითხოვს, ეს არის რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადება, ფრენები მათ შეწყვიტეს და მათი გასადაწყვეტი საკითხია. რაც შეეხება ორმხრივ სანქციას, საუბარია იმაზე, რომ საქართველომ სანქცია საკუთარ მოქალაქეებს უნდა დაუწესოს. ამით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ეკონომიკა დაზიანდება, რასაც არ ვაკეთებთ. საერთაშორისო სტატისტიკას ვუყურებთ და ვხედავთ, რომ ვაჭრობა, მათ შორის რუსეთისთვის სანქციის დამდებ ქვეყნებსა და რუსეთს შორის აქტიურად მიმდინარეობს. საქართველო თავისი ინტერესების სადარაჯოზე დგას, არავის ვესხმით თავს, მით უმეტეს, უკრაინას. ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ და უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ. თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ დაესხმება თავს, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ არავის ვესხმით თავს, პირიქით, უკრაინას მხარს ვუჭერთ. თუ უკრაინის მხარე საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრადებების კორიანტელს შეწყვეტს, ეს ურთიერთობებისთვის კარგი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.