ირაკლი ქადაგიშვილი - ჯარისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გამოჩნდა 2008 წელს, როცა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - ჯარისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გამოჩნდა 2008 წელს, როცა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის

იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც ჰქვია ჯარი და საქართველოს თავდაცვის ძალები, ნიშნავს, რა მძიმე მორალური მდგომარეობა აქვს ამ პოლიტიკოსს და საერთოდ, პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოადგენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიერ ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

ქადაგიშვილის თქმით, 2008 წელს გამოჩნდა, როგორი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ.

„ამასთან დაკავშირებით არამარტო პოლიტიკოსის, ჩვეულებრივი მოქალაქის დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს ცალსახად მიუღებელი და უარყოფითი, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც ჰქვია ჯარი და საქართველოს თავდაცვის ძალები, ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რა მძიმე მორალური მდგომარეობა აქვს ამ პოლიტიკოსს და საერთოდ, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოდგენს. როგორი იყო მათი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ, გამოჩნდა 2008 წელს, როცა მათმა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის გაგრძელება იმ მორალური პოლიტიკური სახისა, რაც მათ ზოგადად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო“.