გიორგი ბარამიძე - ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო
გიორგი ბარამიძე - ამერიკას ლანძღავენ და ეუბნებიან, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო, დავუშვათ, ჩაერთო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, რომ იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდაო

ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი, რას გააკეთებს, მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან, ვის რაში სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლესი მხედართმთავარი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარიც ისე მოიქცევა.

„სამეული რომ გავიდა (ქართული ოცნებიდან), ცხადია, აქაც ცდილობენ, რომ ხალხი მოატყუონ. ვინ ტყუვდება, ძალიან მაინტერესებს. ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ღია ტექსტით ლანძღავენ ამერიკას და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტრები, გინდათ, საქართველო ომში ჩაერთოსო. კარგი, დავუშვათ, ჩაერთო საქართველო ომში, რა დღეშია ქართული ჯარი, რას გააკეთებს ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება, მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან, ვის რაში სჭირდება, რა უნდა გააკეთოს ამათ ხელში, მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა. რა უნდა გააკეთოს, ცხინვალის ბაზა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას, მითუმეტეს იმ მოტივაციით. ჯარს კიარ ვლანძღავ, პირიქით, მოტივაციას როგორც უჩენენ. უმაღლესი მხედართმთავარი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორც განაწყობს ჯარს, ჯარი ისე მოიქცევა, ისედაც ცოტა გვყავს ხო. ჯარისკაცები რომ გმირები, ვაჟკაცები გვყავს და მაგრები არიან, ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ თუ შენ წინასწარ განაწყობ შენს სახელმწიფოს და ჯარს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავნადგურდეთ და დავმარცხდეთ… ეს მოდელი ავიღოთ, ხომ თვითონ იძახიან, რუსეთი არის მტერიო, ოკუპანტი არისო, მტერს თუ ეუბნები, რომ ყველა ვარიანტში დაგიწვები, თითს არ გავანძრევ, მაშინ რატომ არ დაგიპყრობს, რატომ არ გადაგივლის, რატომ არ გადაგყლაპავს?“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.