ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში პიროვნული შეუთავსებლობა იმდენად დიდია, რომ პიროვნული ამბიციები საშუალებას არ აძლევთ, რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი კონფიგურაცია შექმნან
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციაში პიროვნული შეუთავსებლობა იმდენად დიდია, რომ პიროვნული ამბიციები საშუალებას არ აძლევთ, რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი კონფიგურაცია შექმნან

ოპოზიციაში პიროვნული შეუთავსებლობა იმდენად დიდია, რომ პიროვნული ამბიციები საშუალებას არ აძლევთ, რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი კონფიგურაცია შექმნან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ყველას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, მაგრამ თან უნდა, დომინანტი და პირველი პირი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რადიკალური „ომის პარტიის“ შვილები არიან, ოპოზიციაში პიროვნული შეუთავსებლობა იმდენად დიდია, რომ პიროვნული ამბიციები საშუალებას არ აძლევთ, რაიმე ახალი და მნიშვნელოვანი კონფიგურაცია შექმნან.

ამ შემთხვევაში ახალს არაფერს ვხედავთ, ასე იყვნენ ბოლო ერთი წელია და არჩევნებისთვის საკუთარ თავს სარეკლამო შეფუთვას უკეთებენ, ამავე დროს, რიტორიკასაც იცვლიან. გუშინ კატეგორიულად თუ ითხოვდნენ სანქციებს და რუსეთიდან ფრენების თუ მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას, დღეს ამბობენ, ქართველი ხალხის დაკვეთაა მშვიდობა, ვაჭრობა, განვითარება და ამიტომ მათ ნებას შევასრულებთო. ეს არის ძველი სიმღერის ახლად შეფუთვის და გადამღერების მცდელობა. ეს ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია, რადგან ხალხის წინაშე ბევრი მავნებლობა აქვთ გაკეთებული და ეს წინასაარჩევნო ფოიერვერკები არაფერს უშველით“, –  განაცხადა ქადაგიშვილმა.