ირაკლი ქადაგიშვილი – გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მათ არც ახალი ამომრჩევლის მოზიდვის რესურსი აქვთ

16:00, 23.08.2024

გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, რეალურად, საქმე გვაქვს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაიშალა. მათგან ვერანაირ სიახლეს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მათ ახალი ამომრჩევლის მოზიდვის რესურსი არ აქვთ.

„დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობებია, არჩევნებზე ამ კონფიგურაციით გავიდნენ. მათ არც ახალი ამომრჩევლის მოზიდვის რესურსი აქვთ. მათ გადაჯგუფებებს აზრი არ აქვს, ქვეყნის მასშტაბით ამას მნიშვნელობა ვერ ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი