ირაკლი ქადაგიშვილი - ხელმოცარული, იდეოლოგიურად მარგინალიზებული პოლიტიკური ძალები უკან არ დაიხევენ ტერორისტული აქტების განხორციელებისას
ირაკლი ქადაგიშვილი - ხელმოცარული, იდეოლოგიურად მარგინალიზებული პოლიტიკური ძალები უკან არ დაიხევენ ტერორისტული აქტების განხორციელებისას

რამდენიმე დღეა, დაკითხვები მიმდინარეობს მოსამართლის თანდასწრებით და არცერთხელ არ იყო დაკითხული პირების, მათი ადვოკატების თუ მათი ტელევიზიების მხრიდან ნათქვამი, რომ საქმე ეხება შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, გამოძიება ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, მტკიცებით ფორმაში რაიმეს თქმა რთულია.

„ფაქტია, რომ მსოფლიოში რადიკალური ლიბერალიზმი აგრესიულად ცდილობს თავისი დღის წესრიგი, იდეოლოგია განავრცოს და სახელისუფლებო ბერკეტების მონოპოლიზება მოახდინოს. ხშირ შემთხვევაში ისინი უკან არ იხევენ ფიზიკურ განადგურებაზეც. ამის კონკრეტული მაგალითებია, რაც ეხება სლოვაკეთის პრემიერის დაჭრას და ამერიკაში ტრამპზე თავდასხმას. ჩვენ მოსმენილი გვაქვს, ჩვენს პრემიერსაც ევროპიდან აფრთხილებდნენ, რომ დიდი საფრთხეა, როცა შენს თავს აზრის გამოთქმის უფლებას აძლევო. ხელმოცარული და იდეოლოგიურად მარგინალიზებული პოლიტიკური ძალები უკან არ დაიხევენ ტერორისტული აქტების განხორციელებისას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.