ირაკლი ქადაგიშვილი - ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა არის ჩიხური, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
2020 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დემოკრატიის, პარლამენტარიზმისა და ოპოზიციური სპექტისთვის მავნე, დამაგრეველი პოლიტიკა აირჩია და ბევრი პარტია ჩაიყოლა მასში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს.
ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა არის ჩიხური.
„2020 წლის არჩევნების შემდეგ, დემოკრატიისთვის, პარლამენტარიზმისთვის და თვითონ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის, ის მავნე, დამანგრეველი პოლიტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია, შემდგომ ბევრი პარტია ჩაიყოლა ამაში. არჩევნებზე უარის თქმა, დაუსაბუთებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, მუდმივი დესტრუქციის გზა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ აბსოლუტურად, ეს არის გზა ჩიხური მიმართულებით და ისინი ბუნებრივია, ცდილობენ, თავიანთ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს პროცესი დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად და ღიად ჩანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.