ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს - კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა? მოგცემ იარაღს და მოთხოვე პასუხი
ირაკლი ოქრუაშვილი სოსო რობაქიძეს - კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა? მოგცემ იარაღს და მოთხოვე პასუხი

შს ყოფილ მინისტრსა და 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამას შორის სასამართლოს შენობაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სოსო რობაქიძემ ოქრუაშვილს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის შს სამინისტროდან თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადავიდა, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად დარჩა.

„თქვენ ხო თქვით, რომ ოპოზიციაში იმიტომ გადავდივარ, გახშირდა კაცის კვლა ამ პარტიაშიო. რაღაც არ მოგეწონა ხო? თქვენ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან სხვაგან გადახვედით, მაგრამ შენ და მიშა ერთი გუნდი იყავით“,- აღნიშნა რობაქიძემ.

რობაქიძემ ოქრუაშვილს კითხვით მიმართა, იყო თუა რა საქმეში იარაღი ჩადებული.

„სოსო, შვილი დაგეღუპა, კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა? მოგცემ იარაღს და მოთხოვე პასუხი“,- მიმართა ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

„შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, ვიდრე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“,- მიმართა რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.