ირაკლი ლექვინაძე - ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით
ირაკლი ლექვინაძე - ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით

ქართული ბიზნესი გარკვეულწილად გადაიღალა რეგულაციებით, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელწადნახევრის განმავლობაში დიდი ინტენსივობით შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი მზადაა, რომ მისი ოფისი აქტიურად ჩაერთოს ახალი თუ არსებული რეგულაციების ეკონომიკური ეფექტის ანალიზის ნაწილში, რაც ახალმა სამთავრობო პროგრამამ სწორედ მის კომპეტენციას მიაკუთვნა.

„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რეგულაციის, არსებულის თუ დაგეგმილის ეკონომიკური ეფექტი უნდა დავინახოთ, თუ რა სოციალური, კულტურული თუ გარემოს დაცვითი ეფექტია მოსალოდნელი, საჭიროა ე.წ. რია (ანუ რეგუალციების ეკონომიკური ეფექტის ანალიზი). ჩვენ დონორებთანაც ვსაუბრობთ ამაზე და მზადა ვართ, ინიციატორები ვიყოთ ყველა ამ ნაწილში“, – განუცხადა ლექვინაძემ „ბიზნესპარტნიორს“.