ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის ერთობლივი განცხადებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

გერმანიის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.