ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი, ირაკლი ბერაია წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი – ირაკლი ბერაია წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.
ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.