ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, რომ ივლის-აგვისტოში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, რომ ივლის-აგვისტოში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა, წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარული ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7% და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.

„გასული სამი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9%. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ივლის-აგვისტოში, ვფიქრობთ, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“, – აღნიშნა პრემიერმა.