ირაკლი კობახიძე - უკრაინაში ომი როგორც კი დამთავრდება, დასავლეთთან ურთიერთობები მაშინვე დალაგდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მომავალ წელს მოხდება
უკრაინაში ომი როგორც კი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთთან ურთიერთობების დალაგება მომავალ წელს მოხდება.
„როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა“, – განაცხადა პრემიერმა.