ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობთ, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან

ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არის ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, არის პროპაგანდა, რომელიც წარმოებს, ბავშვთა შორის ლგბტ პროპაგანდის გავრცელება არის კატეგორიულად მიუღებელი.

„ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან ჩართული ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაში, ასევე არიან ჩართული მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“ და ასევე, ოპოზიციური ტელეკომპანიები, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ხედვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია არის ის, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ შეხედულებებთან, შესაბამისად, ჩვენ ხმამაღლა გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.