ირაკლი კობახიძე - უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, კარგი შანსი გვაქვს, პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, მათ წარმატებებს ვუსურვებ
ირაკლი კობახიძე - უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, კარგი შანსი გვაქვს, პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, მათ წარმატებებს ვუსურვებ

უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე. მათ წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შანსი, რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის თუ ბრინჯაოს მედალი აიღოს ოლიმპიადაზე.

„მალე იწყება ოლიმპიადა და მინდა, წარმატებები, გამარჯვებები ვუსურვო ჩვენს ოლიმპიელებს. ალბათ ყველაზე კარგი გუნდი გვყავს ბოლოდროინდელი ისტორიის განმავლობაში და ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ოქროს, ვერცხლის, თუ ბრინჯაოს მედალი წამოვიღოთ ოლიმპიადიდან. მინდა, ოლიმპიადაზე დიდი წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო თითოეულ ჩვენს სპორტსმენს“, – აღნიშნა პრემიერმა.