ირაკლი კობახიძე - თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას
ირაკლი კობახიძე - თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას

თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოხსენების თავდაპირველი ვერსიის საკმაოდ შემოკლებამ მოუწია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უამრავი საქმე კეთდება.

„დღეს საკმაოდ გამიგრძელდა გამოსვლა, მოხსენება, მე მგონი, დაახლოებით საათ-ნახევარი ვსაუბრობდი. მინდა, გითხრათ, როდესაც პირვანდელი ვერსია გამომიგზავნეს წლის განმავლობაში გაკეთებული საქმეების, მომიწია, სულ მცირე, 3/4-ის გაფილტვრა, რადგან დროში ვერ ჩაეტეოდა ყველა საკითხი, რაზეც მუშაობდა საქართველოს მთავრობა გასული ერთ წლის განმავლობაში. ეს, ერთი მხრივ, ძალიან სამწუხაროა, რადგან თითოეული იმ პუნქტის უკან, რომლის ამოღებაც მომიწია მოხსენებიდან, დგას უამრავი საჯარო მოსამსახურის შრომა. თუ ვინმეს ვაწყენინე, მინდა, აქედან მათ ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებდი ყველა თემაზე. მეორე მხრივ, ეს ასევე მეტყველებს, რომ კეთდება უამრავი საქმე და თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.