ირაკლი კობახიძე თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი კობახიძე თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქართველი კლასიკოსი მწერლის თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, თამაზ ჭილაძის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალებით, უდიდესი დანაკლისი განიცადა ქართულმა ლიტერატურამ, პოეზიამ და დრამატურგიამ. შემოქმედი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას და ახლაც ასე მოხდება – სიცოცხლეს გააგრძელებს მისი დანატოვარი, დაუვიწყარი შემოქმედება, რომელზეც თაობები გაიზრდებიან. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუთანაგრძნობ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებს და მისი ნიჭის თითოეულ თაყვანისმცემელს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.