ირაკლი კობახიძე - სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისთვის მზად ვართ
ირაკლი კობახიძე - სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისთვის მზად ვართ

დღეს არის შობის დღესასწაული და არ მინდა, საზოგადოება  ამ საკითხებით შევაწუხო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა.

„როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​