ირაკლი კობახიძე – სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისთვის მზად ვართ

10:44, 07.01.2019

დღეს არის შობის დღესასწაული და არ მინდა, საზოგადოება  ამ საკითხებით შევაწუხო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, რისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა.

„როდესაც არის გარკვეული სირთულეები, ეს სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ​

მსგავსი