ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ სააკაშვილის დაკავება მოხდა ზუსტად ცხრა წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა
ირაკლი კობახიძე - სიმბოლურია, რომ სააკაშვილის დაკავება მოხდა ზუსტად ცხრა წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სომბოლურია მიხეილ სააკაშვილის წორედ დღეს დაკავება.

კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ჩატარებული ოპერაციისთვის წარმატება გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ზუსტად ცხრა წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ათი წლის წინ დაიწყო. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს-შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.