ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა

14:23, 02.10.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

UFC-ს ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი