ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციას აქციების, ქუჩაში გამოსვლის, გადატრიალების რესურსი არ აქვს.

ამის შესახებ კობახიძემ მოსალოდნელ აქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

„რა აქცია? არავითარი არც აქციის რესურსი, არც ქუჩაში გამოსვლის რესურსი, არც ქვეყნის გადატრიალების რესურსი, არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვერაფერს ვერ მიაღწევენ. დღეს „ქართული ოცნება“ მყარად მოიგებს არჩევნებს. ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად“, – განაცხადა კობახიძემ.