ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მთავრობა
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მთავრობა

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა.

„პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელია არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. დღემდე თუ ვერ შეიგნო ეს პრეზიდენტმა, მეხუთე წელია მისი უფლებამოსილების, ეს არის წარმოუდგენელი. მას აქვს ვალდებულებები და, იმავე შეწყალებასთან დაკავშირებით, მან იმოქმედა ვალდებულებების შესაბამისად“, – აღნიშნა კობახიძემ.