ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას

პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, უნდა შევიდეს თუ არა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ავლაბრის სასახლეში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საერთო კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

„ამ კონსულტაციებში უნდა იყოს ჩართული მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ ზოგადი პრინციპების საფუძველზე. პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.