ირაკლი კობახიძე – პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ, ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

22:46, 20.06.2024

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და ჩეხეთთან გამარჯვების ძალიან დიდი იმედი მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველ მატჩში ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს.

„რაც შეხება ჰამბურგში თამაშს, აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ, პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ, ცოტა იღბალი დაგვაკლდა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი