ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით შეთავაზებას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა.

“რეგლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფიქსირებული თარიღი არ არის. შესაბამისად, ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. მზად ვართ, ნებისმიერი თარიღი დავნიშნოთ. ეს პრეზიდენტის მოხსენებაა და ინიციატივა პრეზიდენტის მხარეს უნდა იყოს. შემოთავაზებას ველოდებით”, – განაცხადა კობახიძემ.