ირაკლი კობახიძე - პრაქტიკულად არჩევნები დასრულებულია და ყველას მინდა მოვუწოდო, მშვიდად მიიყვანონ ეს პროცესი ბოლომდე
აჟიოტაჟის, ხელოვნური დაძაბულობის შექმნით, ბუნებრივია ვერავინ ვერაფერს მიაღწევსს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მარნეულში ოპოზიციას არ სურდა გადმოტანილიყო დოკუმენტები ოლქში და ავტომობილის გადაადგილებას აფერხებდნენ, თუმცა, ვითარება განიმუხტა.
„ჩვენ მოვიკითხეთ, რა ხდებოდა მარნეულის მესამე უბანზე, როგორც გვითხრეს, ინციდენტი არის განმუხტული.
საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციას არ სურდა, გადმოტანილიყო შესაბამისი მონაცემები და დოკუმენტები ოლქში. აქედან გამომდინარე, ისინი აფერხებდნენ შესაბამისი მანქანის მოძრობას, თუმცა ვითარება განიმუხტა.
ყველას მინდა ვუთხრა, პრაქტიკულად არჩევნები დასრულებულია და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მშვიდად მიიყვანონ ეს პროცესი ბოლომდე. აჟიოტაჟის, ხელოვნური დაძაბულობის შექმნით, ბუნებრივია ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებთ, მშვიდად მიუდგნენ საარჩევნო პროცედურებს და მშვიდად მიიყვანონ ეს ყველაფერი ბოლომდე“,- განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარნეულში, 59-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა.