„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარნეულში, 59-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარნეულში, 59-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა

მარნეულში, სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. როგორც პირველი არხის ჟურნალისტს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა უთხრა, 59-ე უბანზე, როცა შედგა შემაჯამებელი ოქმი, მოითხოვეს ამ ოქმის ასლები, რაც მისივე თქმით, ვერ მიიღეს.

მათი განმარტებით, ასლების მოთხოვნის უფლება ჰქონდათ.

ენმ-ს დამკვირვებლები აცხადებენ, რომ უბანი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, „ქართული ოცნება“ კი შედეგების გაყალბებას ცდილობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.