ირაკლი კობახიძე - პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის გადანაწილება აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს
ირაკლი კობახიძე - პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის გადანაწილება აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის გადანაწილება აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს პატრიარქთან ჰქონდა შეხვედრა ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. ხომ არ ცდილობს ამ ფორმით გადაწყვეტილების პატრიარქთან გაზიარებას?“

კობახიძის თქმით, ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე.

„იმედია, ასე არ მიიჩნევს ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის გადანაწილება იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, პრინციპულად მიუღებელი. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.