ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად წინსვლა გაგრძელდება 
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად წინსვლა გაგრძელდება 

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად წინსვლა გაგრძელდება.

„ოპოზიციას ჭარბი მოლოდინები ჰქონდა, რომ ამ დღეების განმავლობაში ქვეყანა დაზიანდებოდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე, განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.