ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარს როცა არ უჭერს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს მხარს როცა არ უჭერს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, აღნიშნული საკითხი უნდა მოწესრიგდეს.

„ლგბტ პროპაგანდა არის რისკების შემცველი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე. აქედან გამომდინარე, ლგბტ პროპაგანდასთან დაპირისპირება არის მნიშვნელოვანი. საქმე არ ეხება ადამიანის უფლებების შეზღუდვას, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლებები, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ეს არის ჩვენი პრინციპი, ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა პრემიერმა.