დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საკუთარ ადგილს ქართული საზოგადოება ოქტომბერში მიუჩენს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას.
ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სიის სათავეში ირაკლი კობახიძის ყოფნა, ეს ისეთია, ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ“.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს.
„ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საკუთარ ადგილს ქართული საზოგადოება ოქტომბერში მიუჩენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.