ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს ვეტოს დაადებს, პარლამენტში საკითხზე მსჯელობა გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველ არხს ვარშავაში განუცხადა.

„ჩვენ პარლამენტში გვქონდა სერიოზული მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე. რაც შეეხება ვეტოს, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ვეტო არის იმისათვის, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და ამის საფუძველზე შედგეს განხილვა. რა თქმა უნდა, შედგება განხილვა ვეტოსთან დაკავშირებით და მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კობახიძემ.