ირაკლი კობახიძე მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ისტორიის მემატიანის, დიდი ქართველი მეცნიერის, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. მარიამ ლორთქიფანიძე ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო. ქალბატონმა მარიამმა ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა – იგი მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მტკიცე ფუნდამენტს უქმნიდა. როგორც გამორჩეულმა პატრიოტმა და საზოგადო მოღვაწემ, მან თავად შექმნა ისტორია. მისი სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება შეალია. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ ქალბატონი მარიკას ოჯახს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.
აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დღეს გარდაიცვალა.