ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან
ირაკლი კობახიძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით.

„არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. როგორც მოქმედებენ ეს ადამიანები, მათი მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა, სიცრუე. ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. ეს არ არის ქართული მოვლენა, როგორც მოქმედებს, იქცევა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასე სჭირდება ქართული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.