ირაკლი კობახიძე - გრძელდება მეორე ფრონტისკენ მიმართული რიტორიკა, არ გვინდა ღრმა პოლემიკაში შესვლა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, თუმცა ვიტყვით, რომ ესაა სამწუხარო და მძიმე მოვლენა
ირაკლი კობახიძე - გრძელდება მეორე ფრონტისკენ მიმართული რიტორიკა, არ გვინდა ღრმა პოლემიკაში შესვლა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, თუმცა ვიტყვით, რომ ესაა სამწუხარო და მძიმე მოვლენა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გრძელდება რიტორიკა, რომელიც მეორე ფრონტისკენ არის მიმართული.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს“. პოდოლიაკის თქმით, „საქართველოს მთავრობის საუბარში რუსეთის ფედერაციის ხმა ისმის“.

„ჩვენ არ გვინდა, ღრმად შევიდეთ პოლემიკაში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო და მძიმე მოვლენა“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.