ირაკლი კობახიძე - ევროპული საბჭო როდესაც განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაციის თემა ამ კანონის გარეშეც არის მოხსნილი
ირაკლი კობახიძე - ევროპული საბჭო როდესაც განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაციის თემა ამ კანონის გარეშეც არის მოხსნილი

ევროპული საბჭო როცა განაახლებს საკუთარ ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაციის თემა ამ კანონის გარეშეც არის მოხსნილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

წამყვანმა კობახიძეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც მან თქვა, რომ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას იზიარებს და სისტემური მიდგომა სჯობს, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. ვენეციის კომისიის დასკვნას თუ იზიარებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ევროპული საბჭო როცა განაახლებს საკუთარ, ასე ვთქვათ, ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა არის მოხსნილი. ეს უნდა თქვან“, – განაცხადა კობახიძემ.