ირაკლი კობახიძე - ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე გაიზარდა, შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში სათანადოდ იქნება დაცული და გამოხატული
ირაკლი კობახიძე - ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე გაიზარდა, შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში სათანადოდ იქნება დაცული და გამოხატული

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე გაიზარდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აჭარის მაუწყებელის მრჩეველთა საბჭოს სამეურვეო საბჭოც ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო სტრუქტურა ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული.

„რეალურად იყო ინსტიტუციური კუთხით არასწორად მოწესრიგებული ურთიერთობები, ეს საბჭოც არ იყო. მოგეხსენებათ, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი, სამეურვო საბჭო. რაც შეეხება აჭარის მაუწყებელს, სამეურვეო საბჭოც ვერ დაარქვეს, იმდენად არასწორად იყო ჩამოყალიბებული ინსტიტუციურად სტრუქტურა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი სათანადოდ მოწესრიგდა, ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ იმ ადამიანებთან, ვინც უფრო მეტად იყო ჩახედული ამ საკითხში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა მრჩეველთა საბჭო, სამაგიეროდ გაიზარდა ერთიან სამეურვეო საბჭოში აჭარის წარმომადგენლობა ერთიდან სამამდე. შესაბამისად, აჭარის ინტერესები საზოგადოებრივ მაუწყებელში იქნება სათანადოდ გამოხატული და დაცული“, – განაცხადა კობახიძემ.